სუნი პარლამენტში

მაჭავარიანი: მაშინვე გამოვედი გარეთ, რადგან ალერგიული ვარ, მაგრამ მსუბუქად მაინც მომიწია

უკეთესად ვარ, ყელი მტკივა მარტო, ჩამწვარივით მაქვს, საერთოდ ქრონიკული ალერგია მაქვს და ამით იყო გამოწვეული ალბათ. აღმომიჩინეს სამედიცინო დახმარება, გადაყვანაზე უარი ვთქვი, მე ვფიქრობ, რომ უკეთესად ვარ.

რადგან ალერგიული ვარ, იმ წუთში გავვარდი გარეთ, მეგონა, რომ გადავრჩი, მაგრამ 5 წუთში დამეწყო სიმპტომები, გამოცდილება მაქვს, ხშირად მემართება ხოლმე ასე, მაქვს ქრონიკულად ასე. 

ადამიანი დავინახე, რასაკვირველია, ის ორივე დავინახე, მაგრამ რა გააკეთეს, არ დამინახავს არაფერი, უბრალოდ, სუნი რომ წამოვიდა, ვიფიქრე ფანჯრიდან შემოვიდა ან გარედან შემოვიდა, გამოვედი გარეთ იმ წუთში, რადგან, ვიცი, რომ ეს დაავადება მაქვს, მეგონა, ავარიდე თავი, მაგრამ მსუბუქი ფორმით მაინც მომიწია

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც პარლამენტში სპეციფიკური სუნის გამო შეუძლოდ გახდა. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, სხდომათა დარბაზში სპეფიციკური სითხე ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ლელა ქებურიამ და ირმა ნადირაშვილმა დაასხეს, რასაც ისინი უარყოფენ. პასუხისმგებლობა მოძრაობამ "სირცხვილია" აიღო.

კომენტარები