თიკო ერაძე

ტაბულას ჟურნალისტი უჩივის მათ, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მუშაობაში ხელი შეუშალა

ტაბულას ჟურნალისტი, თიკო ერაძე ითხოვს, კანონით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შესაბამისი განცხადებით ერაძემ პოლიციას უკვე მიმართა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ აუცილებელია, გამოძიება სწორედ ორი - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკური ძალადობის მუხლებით დაიწყოს.

თიკო ერაძე კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით პარლამენტის მანდატურმა, ალექსანდრე ყაველაშვილმა, ასევე პარლამენტის დაცვის უფროსმა, თორნიკე ჯანელიძემ გაიყვანეს.

ეკა ბესელიამ ერაძის მიმართ ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად შეაფასა.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც გამოეხმაურნენ და მანდატურის და დაცვის სამსახურის ქმედებები დაგმეს.

კომენტარები