უსიამოვნო სუნი პარლამენტში

"სირცხვილია": სხნარი არის უვნებელი, არაა ალერგიული და არ აქვს გვერდითი ეფექტები

მოძრაობა სირცხვილია სოციალურ ქსელებში აქვეყნებს იმ ხსნარის ფოტოს, რომლის გაშვების შედეგადაც დღეს პარლამენტში სხდომა ჩაიშალა.

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში.

#სისტემაყარს! #სირცხვილია!
" - წერია განცხადებაში.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს, 12 დეკემბერს პლენარული სხდომა მძაფრი სუნის გამო შეწყდა.

დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია.

ამის შესახებ მოძრაობამ საკუთარ Facebook გვერდზე წერს ჰეშტეგით - #სისტემაყარს.

"როცა "სირცხვილია" იღებს პასუხისმგებლობას, გამორიცხულია, აქ რამე კრიმინალთან გვქონდეს საქმე. ეს ყველაფერი არის მშვიდობიანი, აბსოლუტურად უსაფრთხო და გამიზნული მხოლოდ იმისკენ, რომ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების სრული მიტაცება არ მოხდეს ივანიშვილის მიერ"- ამბობს "სირცხვილიას" წარმომადგენელი ნოდარ რუხაძე "მთავარ არხთან" ინტერვიუში.  

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებისთვის უნდა ეყარათ კენჭი.

კომენტარები