იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ბოკერია სუნით შეწუხებულებზე: მაშინ არ აღშფოთებულა ასე, ბავშვებს თვალები რომ დათხარეს!

ქვეყანაში ასეთი ღრმა კრიზისი და ასეთი საფრთხე რომ არ იყოს ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი, ახლა რაც ხდება. ისტერიკა, რომ ვიღაცამ დაასხა სითხე და ცუდი სუნი დადგა პარლამენტში. აღშფოთებულები არიან და ვაიმე, ტერაქტიაო ყვირიან, თან ეგრევე ხელი გაიშვირეს პოლიტიკური ოპონენტებისკენ. იქნებ, ჯერ მეამბოხე დეპუტატებზე ეკითხათ? იქნებ, ისინი არიან ივანიშვილზე გაბრაზებულები და სჯიან კიდევ? ეგრე როგორ შეიძლება ვინმეზე უბრალოდ ხელის დადება? თან ამ რანგის აღშფოთება... ეს ხალხი მაშინ არ აღშფოთებულა, ბავშვებს თვალები რომ დათხარეს! იმათი უმკაცრესი დასჯა არ მოუთხოვიათ და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები?

კომენტარები