სასამართლო სისტემა

"ვითხოვთ ღირსეულ მოსამართლეებს", - NGO-ების აქცია პარლამენტთან

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.

"ჩვენ იმ კვირების მანძილზე, როცა საკომიტეტო მოსმენები მიდიოდა კანდიდატების, გვქონდა იმედი, რომ პარლამენტი შეინარჩუნებდა იმ ღიაობის და გამჭვირვალობის სტანდარტს, რომელიც შემოიღო კომიტეტზე და ეს მისასალმებელი იყო. გვქონდა მოლოდინი, რომ კანდიდატების შეირჩეოდნენ მათი კვალიფიკაციის და კეთილსინდისერების შესაბამისად.

მაგრამ თან ამ პროცესმა გვანახა, რომ გვქონდა სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ კანდიდატების სრულ უმრავლესობას მინიმალური კომპეტენცია არ ჰქონდა არა თუ მოსამართლეობის, არამედ ზოგადად იურისტობის. ზოგს დიპლომი არ აქვს ან გაყალბებული მონაცემებით ცდილობს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობის დაკავებას, ზოგ მათგანს კიდევ კეთილსინდისიერების სერიოზული პრობლემები აქვს.

თუ გასაუბრებებმა გვაჩვენა, რომ მოსამართლეები არიან არაკეთილსინდისერები, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ დეპუტატები არიან სინდისის ნაკლებობის მქონენი, რადგანაც მათ დახუჭეს თვალები, დაიხშეს ყურები, დაიმართეს ამნეზია და იმ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც სასამართლო სისტემაში საერთოდ არ უნდა იყვნენ და სანაცვლოდ მივიღეთ უვადოდ უსამართლობის დამკვირდება", - თქვა GDI_ის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა და 20-დან 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობისა და მოწოდებისა, არ ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან ის უკანონოა, პროცედურა მაინც ჩატარდა, ხმაურის და პროტესტის ფონზე.

კომიტეტის კენჭისყრა გავლენას ვერ ახდენს იმაზე, თუ ვინ წარსდგება პლენარულ სხდომაზე - პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს მაინც უყრის, თუმცა, იურიდიულ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება გამოკვეთს, საბოლოოდ ვის მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი.

კომენტარები