საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია

ტაბულა

საქართველოს პარლამენტში მძაფრი სუნის გამო პლენარული სხდომა შეწყდა, გამოძახებულია პოლიცია.

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია.

ამის შესახებ მოძრაობამ საკუთარ Facebook გვერდზე წერს ჰეშტეგით - #სისტემაყარს.

მძაფრი სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და ლელა ქებურია შეუძლოდ გახდნენ.

"როცა "სირცხვილია" იღებს პასუხისმგებლობას, გამორიცხულია, აქ რამე კრიმინალთან გვქონდეს საქმე. ეს ყველაფერი არის მშვიდობიანი, აბსოლუტურად უსაფრთხო და გამიზნული მხოლოდ იმისკენ, რომ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების სრული მიტაცება არ მოხდეს ივანიშვილის მიერ"- ამბობს "სირცხვილიას" წარმომადგენელი ნოდარ რუხაძე "მთავარ არხთან" ინტერვიუში.  

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი.

კომენტარები