საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პოლიციამ "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე დააკავა.

იქამდე, პოლიციამ აქციაზე 12 პირი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. მათ შორის პარტია ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძეცაა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე სიარულის გამო დააკავეს.

ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. ეს სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

კომენტარები