სახელმწიფოს თანხის მითვისება

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ დაუფლებისთვის ბრალი წარედგინა

http://newsportal.ge/

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას, მუნიციპალიტეტის ერთ თანამშრომელსა და შ.პ.ს "კუნძულის"დირექტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ დაუფლების საქმეზე ბრალი წარუდგინეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომელთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. "კუნძულის" დირექტორის უპირატესობა მიანიჭა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო. ისინი შემსრულებელი კომპანიის დირექტორს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ. 

უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,

ხოლო შ.პ.ს "კუნძულის" დირექტორს კი 180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები