ნათია თურნავა

თურნავა: ჯარი პატივსაცემია, პრეზიდენტის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი

ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ეს ასახულია ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში, მათ შორის, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში. საქართველოს ჯარის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული, პატივცემული და პატივსაცემი ინსტიტუტი ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს უზრუნველყოფილი, განვითარდეს მისი რეფორმირებისთვის, ნატოს სტანდარტების შესატყვისი ჯარი გვყავდეს და ეს არის ეჭვგარეშე. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მან უკვე ამის თაობაზე განმარტება გააკეთა, ეს იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, როგორც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება ხოლმე. 

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტის სიტყვები დამახინჯებულად გავრცელდა. კრიტიკას გამოეხმაურა ზურაბიშვილიც, მისი თქმით, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკის ნაცვლად, "ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო".

კომენტარები