ნათია თურნავა

თურნავა: პროფესიული გამოცდილება დამეხმარება წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში

დღეს ეს ინსტიტუცია ახალი გლობალური გამოწვევების და სიახლეების წინაშე დგას. ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება, დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რომელსაც აქვს სწორი და მოქნილი პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა.

ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატად წარუდგინა, ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები