Golden Globe

შარლიზ თერონი ქალი რეჟისორების ჩაგვრის გამო Golden Globe-ს აკრიტიკებს

variety

როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი ქალი რეჟისორებისთვის საკმაოდ პროდუქტიული წელი იყო, Golden Globe-მა მათი მიღწევები არ დააფასა და ისინი ნომინაციის გარეშე დატოვა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია შარლიზ თერონის კრიტიკა. 

Golden Globe-ის ყურადღების მიღმა დარჩნენ: გრეტა გერვინგი ( Little Women), ლულუ ვონგი (The Farewell) ალმა ჰარ'ელი (Honey Boy) მელინა მათსუკა (Queen & Slim), ოლივია უაილდი (Booksmart),მარიელ ჰელერი  (A Beautiful Day in the Neighbourhood) და ლორენ სკაფარია (Hustlers).

ბევრი მსახიობი ქალი ამ მოვლენით უკმაყოფილო იყო, მათ შორის, შარლიზ თერონიც, რომელმაც  LA Times-თან ინტერვიუში აღნიშნა:

" ეს უბრალოდ ძალიან სასაცილოა! ეს საერთოდ არ არის კარგი, ეს ძალიან მძიმეა და ვფიქრობ, რომ უსამართლო და სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა!"

 

კომენტარები