ალექსანდრე ერქვანია

ვოლსკი ერქვანიაზე: არ მოველოდი, ღვთისმოსავი კაცია, თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს

მე არ განვიხილავ ალექსანდრე ერქვანიას წასვლას კრიზისად, როგორც თქვენ გინდათ, რომ წარმოაჩინოთ. ყველა ადამიანს გარკვეულად დასაბუთებული საკუთარი გადაწყვეტილება აქვს. მთავარია არის კომენტარები, რაც მან გააკეთა და მით უმეტეს, ეს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, თითქოს აქ ეკლესიასთან დაპირისპირებაა. არათუ უსაფძვლოა, მე ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მისგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი, მით უმეტეს, ღვთისმოსავი კაცია და თავის სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. მისი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დღეს, 10 დეკებმერს დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში "სრული ქაოსია" და მიმდინარეობს ბრძოლა "ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის". როგორც ერქვანიამ თქვა, "ხელისუფლების დუმილმა და უმოქმედობამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ".

კომენტარები