მე ძალიან მიკვირს, როდესაც კითხვა ისმება იმ ადამიანის [ივანიშვილის] მისამართით, რომელმაც, მართლაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული პარკი გადაარჩინა ამ ქვეყანაში - დენდროლოგიური პარკი და ა.შ.
ბუნების მიმართულებით და ბუნების გადარჩენის მიმართულებით გვაქვს არარეალურად კარგი პროგრესი, იმიტომ, რომ რამდენიმე მილიონზე, ათეულ მილიონზეა და მის დახარჯვაზე საუბარი.
ადამიანი, რომელიც ბუნებას იცავს, უფრთხილდება და ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს ამ მიმართულებით, კითხვებს უსვამენ - რამეს ხომ არ აფუჭებს? - ესაა ორმაგი სტანდარტი.