ბიძინა ივანიშვილის ხეები

ივანიშვილი: გიგანტური ხეები მე გადავარჩინე

მაგნოლიას გადატანა
აჭარის ტელევიზია

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიგანტური ხეები, რომლებიც თავის დენდროლოგიურ პარკში ზღვით გადაიტანა, მან გადაარჩინა.

"გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით" - ამბობს ივანიშვილი ჟურნალ ველურ ბუნებასთან ინტერვიუში.

რამდენიმე წელია, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკებისთვის, ასწლოვანი ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადააქვთ. პარკამდე "მისასვლელად", არაერთმა ხემ ზღვითაც იმოგზაურა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "სულ 120 ხეზე არის საუბარი და რაც დამრჩა კიდე შემოსატანი რამდენიმე, 140-მდე შეიძლება ავიდეს".

ფონდი ქართუს განცხადებით, შეკვეთილის დენდროპარკის 2020 წლის ზაფხულში გაიხსნება.

კომენტარები