იოკო ონო და ჯონ ლენონი

იოკო ონო: ჯონ ლენონი 39 წლის შემდეგ კვლავ მენატრება

Pitchfork.com

8 დეკემბერს ჯონ ლენონის სიკვდილიდან 39 წელი გავიდა, რასაც მისმა ცოლმა იოკო ონომ ტვიტერზე პოსტი მიუძღვნა.

Beatles-ის ვოკალისტი 1980 წლის, 8 დეკემბერს ნიუ-იორკში საკუთარ სახლთან მოკლეს. ის 40 წლის იყო.

იოკო ონომ ქმრის სიკვდილს "გამანადგურებელი გამოცდილება" უწოდა და ამასთან ერთად, გააიზარა სტატისტიკა რამდენი ადამიანი მოკლეს იარაღით ამერიკაში 1980 წლის შემდეგ.

"მეგობრებო, ყოველ დღე 100 ამერიკელს ესვრიან და იარაღით კლავენ. ჩვენ ამ ლამაზ ქვეყანას ომის ზონად ვაქცევთ. ყველამ ერთად, დავიბრუნოთ ამერიკა, მშვიდობის მწვანე მიწა", - დაწერა მან.

ამის შემდეგ იოკო ონომ ჯონ ლენონის სიკვდილზე დაწერა.

"საყვარელი ადამიანის სიკვდილი გამანადგურებელი გამოცდილებაა. 39 წლის შემდეგ მე კვლავ მენატრება ის. წარმოიდგინეთ, ყველა ადამიანი რომ მშვიდობაში ცხოვრობდეს", - დაწერა მან.

ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს დაქორწინდნენ. ისინი ლენონის სიკვდილამდე, 1980 წლამდე ერთად იყვნენ.

კომენტარები