ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ცოტა გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით იმიტომ, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია.
პოლიტიკურ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეროვნულ არასამთავრობო სექტორს მათი კრიტიკულობის გამო აკრიტიკებდე, ძალიან ცუდი დემოკრატიული პოზიციაა. მე, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა გავაცნობიერო და თვალი გავუსწორო კრიტიკას. თუ ამას არ გავაკეთებ, თუ ვერ გავაცნობიერებ, მაშინ პოლიტიკაში რა მესაქმება?