რუსული კულტურის ცენტრი

პრეზიდენტი რუსულ ცენტრზე: იმედია, ამის დრო მალე მოვა, მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში რუსული ცენტრის შესაძლო გახსნასთან დაკავშრებით ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის დრო არ არის. 

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო კულტურულად ყოველთვის ღია და შემწყნარებელი ქვეყანა იყო ეს ის ტრადიციაა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. 

"ამავე დროს არის ისტორიაში მომენტები ყველაფრისთვის, დრო, როცა უნდა იყოს ასეთი შემწყნარებლობა და გახსნა ასეთი ცენტრების და იმედი მაქვს, რომ ეს დრო მოვა მალე, მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი," - თქვა ზურაბიშვილმა. 

კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგორი კარასინმა, მედიასთან თქვა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება. ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ მასა და კარასინს შეხვედრისას ამ საკითხზე არ უსაუბრიათ. 

რუსულ კულტურის ცენტრები რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის საფარად გამოიყენება. ასეთ ცენტრებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ის სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს. საბჭოთა საქართველოში არსებული მსგავსი ორგანოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კი სწორედ ზურაბ აბაშიძე იყო.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე რუსული კულტურის ცენტრებთან დაკავშირებით, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები