ქართული ოცნება

კახაძე მრავალმანდატიან ოლქებზე: გამოვიტანეთ სამსჯელოდ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

ქართული ოცნების დეპუტატის ლადო კახაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ შეთავაზებაზეც ისაუბრეს. მისი თქმით, საკითხი სამჯელოდ გაიტანეს. 

"ეს იმდენად ახალი იყო ჩვენთვის, გაცნობაც ვერ მოვასწარით ჯერ. ჩაგვაყენეს საქმის კურსში, გამოვიტანეთ სამსჯელოდ, ჩვენთვის ახალი იყო და ამან მოითხოვა ის, რომ ფრაქციები განიხილავენ, ინდივიდუალური შეხვედრები იქნება" - ამბობს კახაძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა ხელისუფლებისგან დათმობა, მთაწმინდის მაჟორიტარი პასუხობს - "დათმობა კი არა, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რახან დიალოგი დაიწყო, ყველა დიალოგი შედეგზეა ორიენტირებული".

8 დეკემბერს გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საერთაშორისო პარტნიორებმა მათ შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

ვრცლად ე.წ გერმანული მოდელის შესახებ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებია, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები