ევროპარლამენტარები პოლიტპატიმრებზე

ზურაბიშვილი: პოლიტპატიმრები არ გვყავს, არ მგონია ევროპარლამენტარებს ეს ტერმინი ეხმაროთ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ არ ჰგონია ევროპარლამენტარებს ეს ტერმინი გამოეყენებინათ.

"მე არ ვიცი ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები და არამგონია, რომ ევროპარლამენტარებს ეს ტერმინი ეხმაროთ." [სტილი დაცულია]

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. 

კომენტარები