"ციტრუსის ფასებისა და რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს - აჭარელი გლეხი არის კმაყოფილი," - საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესს გაეცნო.
„აჭარელ გლეხს არ აქვს არანაირი პრობლემა, მისი პროდუქციის გასაღებაში და რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა. ეს დამსახურებაა აჭარის მთავრობის, ისევე როგორც სტადიონის, ასე ეფექტურად, მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელების ნაწილში, აჭარის მთავრობის ღვაწლი არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- თქვა გახარიამ.
პრემიერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინის კონტეინერებით იტვირთება.





