რუსეთი

რუსეთში კაცმა ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და მიგრანტები მოატყუა რომ ფინეთში გადაიყვანდა

BBC

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააშენა და მიგრანტებს ფულის სანაცვლოდ ფინეთში გადაყვანას სთავაზობდა. 

BBC-ის ცნობით, კაცმა აზიელი მიგრანტები ყალბ გამშვებ პუნქტთან მიიყვანა. თანხის მიღების შემდეგ კი ისინი დატოვა. მათ სჯეროდათ, რომ ევროკავშირის საზღვართან იმყოფებოდნენ, თუმცა მალევე აღმოაჩინეს, რომ მოტყუვდნენ და ისევ რუსეთის ტყეში იყვნენ. ისინი ნამდვილმა მესაზღვრეებმა ქვეყნის უკანონოდ დატოვების მცდელობის გამო დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ კაცმა თითოეული მათგანისგან 10 000 ევრო აიღო. 

ოთხშაბათს, პეტერბურგის სასამართლომ 5-ვე აზიელი მიგრანტი დააჯარიმა და მათი დეპორტაციის განკარგულება გასცა. კაცს კი თაღლითობისთვის ბრალი წარედგინა და სასამართლო სხდომამდე პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები