პროპორციული სისტემა

მაჭავარიანი: ივანიშვილი არ იკადრებს, რომ ხუნდაძეს უბრძანოს, ამას მიეცი ხმაო

ახსოვთ, როგორ იყო სააკაშვილის დროს და ვერ წარმოუდგენიათ, დღეს უბრძანოს ბატონმა ივანიშვილმა, (რასაც არასდროს არ იკადრებს ივანიშვილი), რომ ხუნდაძეს უბრძანოს, ამას მიეცი ხმა, იმან ეს არ გააკეთოს... არც თავის თავს აკადრებს ივანიშვილი ამას და არც ხუნდაძეს. ეს არის განსხვავება ჩვენს გუნდსა და მათ გუნდს შორის და მათ მმართველობას შორის...

...[ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღებისას] ერევა იმ დონეზე, აზრს გამოთქვამს, მაგრამ ის, რომ უბრძანოს ვინმეს, რომ ეს გააკეთე, ასეთ რამეს არ იკადრებს არასდროს, ვინც იცნობს ბიძინა ივანიშვილს, არავინ არ დაიჯერებს, ძალიან ცუდად უნდა იცნობდე, რომ ეს წარმოდგენა გქონდეს, რომ ვიღაცას დაავალოს, გინდა თუ არა, ეს გააკეთე. ის თავის თავსაც პატივს სცემს, ოპონენტსაც და თავის გუნდელსაც

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შესახებ, პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები