პროპორციული სისტემა

მაჭავარიანი პროპორციულზე: როგორ შევასრულოთ ეს, რის ფასად, რა გავაკეთოთ?

ასედაც არ დავამძიმებდი სიტუაციას, რა. მას აქვს უფლება, მოითხოვოს, მაგრამ გვითხრას, როგორ შევასრულოთ ეს, რის ფასად, რა გავაკეთოთ? დღეს ვერ, არ ვხედავ რესურს, რომ ეს მოთხოვნა შესრულდეს და იმთავითვე ეს მოთხოვნა იწვევს იმას, რომ აი, ჩვენ ვიყოთ რაღაც დილემის წინაშე, დილემაც არ არის რა, რა უნდა გააკეთო, ე.ი უნდა გადაუგრიხო ხელები შენს მაჟორიტარ დეპუტატს? თუნდაც ეს რიმ გავაკეთოთ, 115 ხმა მაინც არ გვაქვს და როგორ უნდა მისცეს ხმა?

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პროპორციული სისტემის ჩაგდების შესახებ, პალიტრანიუსის ეთერში. საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ქართულ ოცნებას ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელს სთავაზობს, რომელიც ქართულ რეალობაზეა მორგებული. მას მხოლოდ 76 ხმა სჭირდება, თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება. ოპოზიცია შესაფასებლად კანონპროექტს ეუთოს უგზავნის.

კომენტარები