ავტოსაგზაო შემთხვევა

ფონიჭალაში ტრაილერი გადაბრუნდა, რუსთავის მიმართულებით მოძრაობა შემოვლითი გზით შეიძლება

შსს

თბილისში, ფონიჭალასთან ტრაილერი გადაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და მძღოლი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის (სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) შესაბამისად დაჯარიმდება", - ამბობენ შსს-ში. 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთავის მიმართულებით მძოლები შემოვლითი გზით მოძრაობენ. 

კომენტარები