დიმიტრი მედვედევი

მედვედევი: კითხვა ორი წლის ასაკში ვისწავლე, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი

life.ru

რუსეთის პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე წიგნის კითხვის სიყვარულსა და მის პირველ წიგნზე ისაუბრა. მედვედევი ირწმუნება, რომ კითხვა ორი წლის ასაკში ისწავლა.

"წიგნები უნდა ვიკითხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებს მათი კითხვა უნდოდეს. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. კითხვა ორი წლის ასაკში ვისწავლე. წიგნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვკითხულობდი, როდესაც მშობლები მაძალებდნენ",-ამბობს მედვედევი.  

მისივე თქმით, ამჟამად ელექტრონულ წიგნებს კითხულობს, რადგან, "იქ ხუთი წიგნის ერთად წაკითხვაა შესაძლებელი".

მედვედევის ამბობს, რომ პირველი წიგნი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჟიულ ვერნის "კაპიტან გრანტის შვილები" იყო.

კომენტარები