ადრეული ქორწინება

მსახიობები რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ

ტაბულა

დღეს ჰოლივუდში ვარსკვლავები დაქორწინებას არ ჩქარობენ, უამრავი წყვილი ერთმანეთს შორდება, სამსახური ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, პაპარაცები კი პირად სივრცეს არ ტოვებენ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა ვარსკვლავები, რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ 

მაკალეი კალკინი

"Home Alone"-ის ვარსკვლავმა მაკალეი კალკინმა თავის მეგობარ გოგოს რეიჩელ მაინერს 17 წლის ასაკში ხელი სთხოვა და ახალგაზრდები დაქორწინდნენ, თუმცა მათი ერთობლივი ცხოვრება სულ 4 წელი გრძელდებოდა და აქედან 2 წელი ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ. ამავდროულად, განქორწინებამდე, კალკინი მილა კუნისს ხვდებოდა, რომლის ცოლად მოყვანა ასევე სურდა, თუმცა საბოლოოდ წყვილი გარკვეული უთანხმოებების გამო დაიშალა. 


ფოტო: Film

მილა იოვოვიჩი

16 წლის მილა იოვოვიჩი მსახიობზე შონ ენრიუსზე გათხოვდა. ისინი ერთად თამაშბდნენ ფილმში Dazed and Confused. ადრეული ქორწინების მიზზი ის იყო, რომ იოვოვიჩს უნდოდა საკუთარი დამოუკიდებლობა დაემტკიცებინა, თუმცა 2 წლის შემდეგ, დედამისის მოთხოვნით ქორწინება გაუქმდა. ამის შემდეგ, მსახიობი 1997-1999 წლებში ლუკ ბესონის ცოლი იყო, ხოლო 2009 წელს პოლ ანდერსონს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც დღემდე ბედნიერია. 


ფოტო: Film

დემი მური

როდესაც დემი მური, 17 წლის გახდა ის ცოლად  მუსიკოს ფრედი მურს გაჰყვა, რომელიც მასზე 12 წლით უფროსი იყო. იმ დროს მსახიობი მუსიკალურ კარიერაზე ფიქრობდა და ქმარს სიმღერების წერაში ეხმარებოდა, მაგრამ ამავდროულად ღამის კლუბებსა და ბარებში ხშირად სიარულმა ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულად აქცია. როგორც მური თვითონვე აღნიშნავს, რომ არა მსახიობად ქცევის უდიდესი სურვილი ის ჩვეულებრივი ლოთი გახდებოდა.  


ფოტო: Film

დრიუ ბერიმორი

დრიუ ბერიმორი 19 წლის ასაკში მასზე 12 წლით უფროს მამაკაცზე გათხოვდა. კერემი ტომასი, ლოს ანჯელესის ერთ-ერთი ბარის მეპატრონე იყო და ამბობენ, რომ წყვილი მხოლოდ იმიტომ დაქორწინდა, რომ მას Green Card მიეღო. დღეს ბერიმორი ფიქრობს, რომ ქორწინება ერთი დიდი შეცდომა იყო. 


ფოტო: Film

ქეით ჰადსონი

ქეოთ ჰადსონი ამ სიაში მოხვედრილ სხვა ვარსკვლავებს შორის ყველაზე უფროსი - 21 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. მისი ქმარი კრის რობინსონი მასზე გაცილებით უფროსი იყო. ჰადსონი ამბობს, რომ მათ ვნებებითა და სიყვარულით სავსე ურთიერთობა ჰქონდათ. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. ისინი ერთად 6 წლის განმავლობაში იყვნენ. 


ფოტო: Film

 

კომენტარები