თბილისის მერია

6 მარშრუტი, რომელზეც ახალი ავტობუსები გავიდნენ

IZUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს დილით 6 მარშრუტზე გავიდნენ. 

  • N7 - სოფელი დიღომი - მეტროსადგური „დიდუბე“;
  • N12 - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“;
  • N19 - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა;
  • N57- სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა.
  • N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა;
  • N122- მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი;

ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან. მერიის ცნობით, გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები გადანაწილდება დიდი დიღმის ორ მარშრუტზე - N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ. 

უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110. 

კომენტარები