არტ-ხელოვნება

საიზოლაციო ლენტით კედელზე მიკრული ბანანი $120 000-ად გაიყიდა

CNN Style

$120 000-ად შეფასებული საიზოლაციო ლენტით კედელზე მიკრული ბანანი Art Basel Miami Beach- ში გაიყიდა. ხელოვნების საიტის, Artnet- ის ინფორმაციით, სამიდან ორი გამოშვება უკვე გაიყიდა, ბოლოს ფასი კი $150 000-ია.

მაურიზიო კატელანის ნამუშევარი პარიზში მდებარე პეროტინის სახელოვნებო გალერეაში ოთხშაბათს წარადგინეს. როგორც გალერეაში აღნიშნავენ, 15 წლის განმავლობაში ეს კატელანის პირველი კონტრიბუციაა ხელოვნებაში.

ნიმუში სახელად Comedian მაიამის სურსათის მაღაზიაში ნაყიდი ბანანისა და სიზოლაციო ლენტისგან შედგება.

გალერეის დამფუძნებელი, ემანუელ პეროტინი ამბობს, რომ ბანანები მსოფლიო ვაჭრობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოა, ისევე როგორც „კლასიკური ხელსაწყო იუმორისთვის.“ პეროტინის აზრით, ხელოვანი ყოველდღიურ ნივთებს „მოწონებისა და კრიტიკის საშუალებად“ გარდაქმნის.

მესამე ნიმუშის მყიდველებმა ალბათ უნდა იცოდნენ, რომ არ არსებობს რაიმე ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ბანანი ლპობას დაიწყებს.

გალერეის პრესის ინფორმაციით, ხელოვანმა ამ იდეას ერთი წლის წინ მიაგნო. „მაშინ კატელანი ბანანის ფორმის სკულპტურაზე ფიქრობდა. იგი ყოველი მოგზაურობისას ყიდულობდა ბანანს და სასტუმროს კედელზე კიდებდა ინსპირაციისთვის. კატელანიმ საბოლოო ნამუშევრამდე რამდენიმე მოდელი შექმნა: რეზინის, ბრინჯაოსა და მოხატული ბრინჯაოს, სანამ ნამდვილი ბანანის გამოყენების თავდაპირველ ვერსიას არ დაუბრუნდა.“ - ვკითხულობთ ტექსტში.

კატელანი ცნობილია თავისი სკულპტურებით, რომლებიც ერთგვარ გამოწვევად არის მიჩნეული პოპ კულტურაში. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი „18 კარატიანი ოქროს ტუალეტი“, რომელიც $6 მილიონად არის შეფასებული, სექტემბერში მოიპარეს ინგლისში Bleinheim Palace- დან.

ქურდობის ფაქტის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს. ტუალეტის დასაბრუნებლად ჯილდოც კი დააწესეს, თუმცა ნამუშევარი დღემდე არ უპოვიათ.

კომენტარები