ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანული მედია: გაძევებული რუსი დიპლომატები გრუ-ს ჯაშუშები იყვნენ

გერმანული მედიის ცნობით, 4 დეკემბერს გერმანიიდან გაძევებული რუსი დიპლომატები რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე მედია ავრცელებს. ყველა მათგანი სამთავრობო წყაროებს ეყრდნობა. 

"გაძევებული რუსი დიპლომატები რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებია არიან" , — ამ სათაურით მასალა პირველად გამოცემა Suddeutsche Zeitung-მა გაავრცელა.

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ამ ინფორმაციას კიდევ ორი მედია ადასტურებს, ესენია: Norddeutscher Rundfunk [NDR]: Westdeutscher Rundfunk [WDR].

ამავდროულად, გერმანულ მედიას არ გაუვრცელებია არანაირი ინფორმაცია გაძევებული რუსი დიპლომატების ვინაობის შესახებ. გუშინვე, 4 დეკემბერს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობასთან დაკავშირებით ახალი მასალები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი გრუ-ს სახელით ცნობილი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოა. 

4 დეკემბერს გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის მიზეზი აგვისტოში მომხდარი მკვლელობა გახდა. 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ.

კომენტარები