რუსეთი

რუსეთში მომუშავე ჟურნალისტები შესაძლოა უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადონ

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. კანონში შესული შესწორებები, ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭოს პირებს, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას უცხოურ მედიასაშუალებებში და ფინანსდებიან უცხოეთიდან. 

მანამდე უცხო ქვეყნის აგენტების კანონი მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა, შესწორების შემდეგ იგივე კანონი ფიზიკურ პირებზეც ამოქმედდება. 

მიღებული კანონის თანახმად უცხო ქვეყნის აგენტებად შესაძლოა გამოაცხადონ ჟურნალისტები ან ბლოგერები, რომლებიც მუშაობენ რუსეთში აკრედიტირებულ უცხოურ მედიებში. ამ დროისთვის ესეთი მედიების რიცხვშია, "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება" ტელეარხი "Настоящее время", რადიო თავისუფლების თათარო-ბაშკირეთის ბიურო და ა.შ.

ცვლილების ინიციატორები ამბობენ, რომ კანონი მაქსიმუმ რამდენიმე ათეულ ადამიანს შეეხება და ამისთვის მათ ორი სავალდებულო პუნქტი უნდა ეხებოდეს. ამავდროულად, დუმის დეპუტატები აღიარებ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რისკს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თუ კი ჟურნალისტი ხელფასს უცხოეთიდან იღებს, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ის უცხო ქვეყნი აგენტია.

იდეის ავტორების თქმით, კანონპროექტი არ გამოიწვევს რუსეთის ტერიტორიაზე, უცხოურ მედიაზე მომუშავე ჟურნალისტების აგენტად გამოცხადებას და ცვლილება მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეეხება. რუსი კანონმდებლების თქმით, კანონპროექტის მიზანია დაიცვან მოქალაქეები, რათა შემთხვევით არ აღმოჩნდნენ უცხოეთის აგენტები. 

წინა თვეებში, კანონის დამტკიცებამდე მოსკოვში ცვლილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. რამდენიმე დღის წინ სამოცამდე ჟურნალისტმა ცვლილების არ მიღების წერილით მიმართა ვლადიმერ პუტინს, თუმცა მათი თხოვნები რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა. 

კანონი გაგრძელებაა ე.წ. "სარკისებური ზომების" სტრატეგიისა, რომელიც რუსეთმა რამდენიმე წლლის წინ მიიღო. ეს ნაბიჯი აშშ-ის მიერ, რუსული პროპაგანდისტული მედიის RT-ის უცხო ქვეყნის აგენტად აღიარებას მოყვა.

ამ ცვლილების ფარგლებში რუსეთმა უცხო ქვეყნის აგენტად უკვე გამოცხადდა 10 ამერიკული მედია, მათ შორის "ამერიკის ხმა" და რადიო თავისუფლება".

კანონის მიხედვით უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის მქონე პირები უნდა დადგნენ აღრიცხვაზე შესაბამის რეესტრში, სოციალური მარკირებით უნდა აღნიშნონ საკუთარი პროდუქცია და ყოველკვარტლურად გამოაქვეყნონ დეტალური ინფორმაცია დაფინანსების შესახებ.

 

კომენტარები