რუდი: შევთანხმდით, რომ დისკუსია გაგრძელდება, მზად ვართ, დავეხმაროთ ამ პროცესს

დღეს დილით, სანამ ეს შეხვედრა დაიწყებოდა, ვთქვი, რომ ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დავიწყებდით კეთილსინდისიერ დისკუსიას და აღვადგენდით ნდობასა და საბოლოოდ წინ წავიწევდით იმ გამოწვევებთან მიმართებით, რაც საქართველოს წინაშე დგას. 

მე ძალიან ნასიამოვნები ვარ, რომ ჩვენს ამ მიზანს მივაღწიეთ. არ მინდა, რომ დისკუსია დეტალურად დავახასიათო, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ორივე, ოპოზიციაცა და მმართველი პარტიაც, დაგვეთანხმა, რომ დისკუსია უნდა გაგრძელდეს. აშშ და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, ამ პროცესს დაეხმარონ. 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი საუბრობს იმ შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა და განხილვის მთავარი საკითხი ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი იყო, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსასვლელად შესთავაზა

კომენტარები