ერთად ერთის წინააღმდეგ

პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელები აქციის მონაწილეებს აკავებენ

ტაბულა

პარლამენტის შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველები ასევე ხელს უშლიან ჟურნალისტებს მუშაობაში. მოძრაობის თავისუფლებას უზღუდავენ ასევე ოპოზიციის დეპუტატებსაც. 

ადგილზე მყოფი ტაბულას რეპორტიორის ინფორმაციით, დაძაბულობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქართული ოცნების დეპუტატები საგარეო საქმეთა სამინისტროს ეზოდან მანქანებით შედიოდნენ. ყველა სხვა გზა სამართალდამცველებმა თავად ჩახერგეს რკინის კონსტრუქციებით. 

კომენტარები