ევროპარლამენტი

კატი პირი: საქართველოს ყველა პარტიისაგან ველით, შეასრულონ ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა

საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მთავრობამ ვერ შეასრულა მისი პირობა 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე შეცვლის თაობაზე. ეს პირობა ქართველ ამომრჩევლებს მისცეს და ჩვენ საქართველოს ყველა პარტიისაგან მოველით, რომ შეასრულონ ეს პირობა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველომ დემოკრატიის კუთხით დიდი გზა გაიარა, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანში პოლიტიკური არასტაბილურობის რისკს ქმნის. საქართველოს ამის საშუალება არ აქვს. ყველა პოლიტიკური პარტიისაგან მოველით, რომ დაიწყებენ დიალოგს არსებული სიტუაციის გადაჭრის მეთოდებზე.

ევროპის პარლამენტის წევრი და ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსის ვიცე პრეზიდენტი კატი პირი ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

კომენტარები