გერმანული მოდელი

GSAC: გავაკეთებთ პლატფორმას მხარეებისთვის, გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე სამსჯელოდ

სტრატეგიული ანალიზის ცენტრი გამოდის ინიციატივით, ორგანიზება გაუკეთოს სამუშაო პლატფორმას პოზიციასა და ოპოზიციას შორის, სადაც ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ დღეს ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

ორგანიზაციას თვლის, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობამ შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს არსებული დაპირისპირება და აუცილებლად მიაჩნიათ მხარეებს შორის დიალოგის გამართვა.

"აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში განხორციელდება სამართლებრივი პოზიციების და შესაბამისი არგუმენტების გაცვლა ე.წ გერმანული მოდელის კონტიტუციურობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ასევე მოწვეულები იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ავტორიტეტული სამართალმცოდნეები. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას დავეხმაროთ მხარეებს ამ უაღრესად რთულ პროცესში და დარწმუნებული ვართ ღია და გამჭვირვალე დიალოგის პირობებში, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტებით და კონსტრუქციული განწყობის არსებობის პირობებში შესაძლებელი გახდება მხარეთა პოზიციების მეტად დაახლოება," - ამბობს ჯანდიერი. 

რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე სრულიად ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც ე.წ გერმანული მოდელით უნდა ჩატარდეს. ოპოზიცია და აქციის მონაწილეების ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ქართულმა ოცნებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და ცვლილება ჩააგდო. ე.წ გერმანულ მოდელი ის ვარიანტია, რომლის მისაღებადაც საჭირო საკნონმდებლო ცვლილებები დროში მოსწრებადია. 

იმაზე, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არ მოდის შეთანხმდენენ, ოპოზიციური პარტიები, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორი, გამოცდილი კონსტიტუციონალისტები, შეუსაბამობას მხოლოდ ქართული ოცნების წევრები ხედავენ. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები