აშშ

დონალდ ტრამპმა დააჯილდოვა ძაღლი, რომელიც ალ-ბაღდადის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო ძაღლი, ბელგიური მალინუა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა. 

დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანიასთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თანხლებით გამოვიდა თეთრი სახლის ეზოში, ძაღლი საბელით ყავდათ გამოყვანილი. 

"ესეც ასე, ეს არის კანონი ალბათ ყველაზე ცნობილი ძაღლი მსოფლიოში. ძაღლის ამ ჯიშის შესახებ ბევრი რამ გავიგე, ის გაწვრთინილია ისე, რომ თუ თქვენ გააღებთ პირს თავს დაგესხმებათ",— ასე გაეხუმრა ტრამპი ადგილზე მისულ ჟურნალისტებს. 

ამავდროულად, დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია თუ ზუსტად რა ტიპის მედლით დაჯილდოვდა ძაღლი კონანი. 

26 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. როგორც ცნობილი გახდა, ოპერაციაში მონაწილე ბელგიური მალენუა სახელად კონანი, ოპერაციისას დაიჭრა, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. 

მოგვიანებით გავრცელდა ყალბი ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი მედლით აჯილდოვებდა ძაღლლს, ეს ფოტო ტრამპმა ტვიტერზეც გააზიარა. 

კომენტარები