სალობიე ბია

მფლობელი: ჩემს სალობიე "ბიას" ესტუმრა სალომე "ბუა", სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს

სალობიე ბიას მფლობელი გიორგი იოსავა აქციის მონაწილეებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

"გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე "ბია"-ს ესტუმრა სალომე "ბუა". სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს" - წერს გიორგი იოსავა Facebook-ზე.

გარდა ამისა, პრაიმტაიმთან საუბარში ბიას მფლობელი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალობიეში პირველად იმყოფებოდა.

"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის. ჩვენ არ გვაქვს ე.წ.ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც "რუსეთი ოკუპანტია“ აწერია. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი ამას ეთანხმება. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ადგილზე, სხვანაირად დავარეგულირებდი ამ ყველაფერს“ - უთხრა გიორგი იოსავამ პრაიმტაიმს.

პრეზიდენტი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიეში, საპროტესტო კერასთან ახლოს და დემონსტრაციების პარალელურად, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვახშმობდა.

სალომე ზურაბიშვილმა სალობიე ბია სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა. "მონა, მონა" - ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან.

სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გასაყვანად ათობით პოლიციელი მობილიზდა. პრეზიდენტის გასაყვანად მისულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომენტარები