პარლამენტის პიკეტირება

ელენე ხოშტარიამ პოლიციის მანქანას გზა გადაუღობა

ლაშა ნაკაიძე

ელენე ხოშტარიამ პოლიციის მანქანას გზა გადაუღობა

დეპუტატმა მათგან დაკავებული მანქანის გათავისუფლება მოითხოვა. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, მათ კუთვნილ მანქანაში, რომელიც პოლიციამ გადაიყვანა, მიტინგისთვის საჭირო შეშა, კარვები და სხვა ნივთები ეწყო.

დღეს ოპოზიცია და მოქალაქეები პარლამენტის პიკეტირებას - შესასვლელების ბლოკირებას გეგმავენ.

მათ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა.

დემონსტრანტები ითხოვენ, პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი კანონი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ, 24 ივნისს გასცა.

კომენტარები