გადაერთებითი სამუშაოების გამო, ვაკის ნაწილს წყალი ერთი დღე-ღამით შეუწყდება

25 ნოემბერს კომპანია Georgian Water And Power ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ცნობით, ამისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

სამუშაოების გამო, დღეს, 25 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 26 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაკის რაიონში ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; თაქთაქიშვილის, მირცხულავას, ავალიშვილის ქუჩებს; ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძისა და მოსეშვილის ქუჩების ნაწილს.

"ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აცხადებს კომპანია.

კომენტარები