რუსი ჯაშუშები

რუსმა ჯაშუშებმა ბიზნესმენი მოწამლეს — მიზეზი შესაძლოა საქართველოსთან თანამშრომლობა იყოს

europost.eu

Bellingcat-ისა და Insider-ის გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის და მისი შვილის მოწამვლის უკან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშები იდგნენ. ბიზნესმენი იარაღის ექსპორტით იყო დაკავებული, მათ შორის 2008 წელს ბიზნესმენი შეიარაღებას საქართველოსაც აწვდიდა. 

სოფიაში ბულგარეთის სამი მოქალაქის მოწამვლა რუსეთის სადაზვერვო უწყების შვიდმა ოფიცერმა დაარგონიზა. ამის შესახებ საუბარია Der Spiegel-iის მიერ გუშინ, 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალაში. 

შემთხვევა 2015 წლის აპრილში სოფიაში მოხდა. ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი ბულგარელი ბიზნესმენი ემილიან გებრევი, მისი შვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი გახდა. როგორც მოგვიანებით დადგინდა სამივე მსხვერპლის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა. ე.წ. ნოვიჩოკის კვალი. მედიკოსების დროული რეაგირების შედეგადად სამივე მათგანი გადარჩა. 

ცნობისთვის სწორედ, ნოვიჩოკით მოწამლეს სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 2017 წელს დიდ ბრიტანეთში. გამოძიების ფარგლებში დასახელდა შემთხვევაში მონაწილე შვიდივე ჯაშუშის რეალური და გამოგონებული ვინაობა. თავდასხმის ორგანიზატორების გამოვლენა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა რუსული პასპორტების ბაზების შედეგად მოახერხეს. 

მომზადებულ მასალაში საუბარია, რომ გებრევის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, დიმიტრი სერგეევი შესაძლოა მონაწილეობდა სკრიპალების საქმეშიც. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი. 

როგორც ცნობილია გებრევი ძირითადად იარაღის ბიზნესს ეწევა. ერთ-ერთი ვერსიით მისი შესაძლო მოწამვლის მიზეზი 2008 წელს საქართველოსთან თანამშრომლობა იყოს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს გებრევის კომპანია საქართველოს შეიარაღებას აწვდიდა, თუმცა მისი იარაღის წილი ბულგარეთიდან ექსპორტირებული ჯამურ შეიარაღებაში 10%-ზე ნაკლები იყო. 

გებრევი უარყოფს, რომ აწვდიდა იარაღს უკრაინულ მხარეს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ასევე, არსებობს ვერსია, რომ გებრევის მოშორების მიზეზი შესაძლოა სირიაში ამერიკელებთან და მათ მოკავშირეებთან მისი თანამშრომლობა გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ბულგარელი ბიზნესმენის მოწამვლის მიზეზი. 

Der spiegel ერთ-ერთ მიზეზად გებრევის მიერ მსხვილის იარაღის ქარხნის შეძენის სურვილსაც ასახელებს. ცოტა ხნით ადრე New York Times თავის მასალებში წერდა, რომ გებრევისა და სკრიპალების მოწამვლის გარდა, რუსეთი პასუხისმგებელია მონტენეგროში შეუმდგარ სახელმწიფო გადატრიალებაზეც. 

გამოცემის ინფორმაციით ამ საქმეებს გრუ-ს სპეციალური ქვედანაყოფი ამზადებდა, რომელიც ევროპის კონტინენტზე ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული. წინა დღეებში ესპანური გამოცემები წერდნენ რუსეთის ორ მოქალაქეზე, რომელიც კატალონიის რეფერენდუმში ჩარევის საქმეზე დააკავეს. 

ცნობისთვის, 23 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. არსებული ინფორმაციით სწორედ ეს გახდა, მისი მკვლელობის მიზეზი. 

იმავე Bellingcat-ისა და Insider-ის გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ მკვლელობისთვის დაკავებული ვინმე ვადიმ სერგეევი რუსეთის მოქალაქეა. უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე შეგიძლიათ გაიგოთ აქ.

 

კომენტარები