მეუფე დანიელი

მეუფე დანიელი: ღმერთმა დალოცოს ივანიშვილი, შეაძლებინოს ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება

15 წლის წინ ამ ტაძრის კურთხევამ გახსნა ქართველი ერი გაამთლიანა, კვლავ აღადგინა იგი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. თუ მანამდე იყო შინაგანი სისუსტე, მერყეობა, ამ ტაძარმა გაამთლიანა. როდესაც ჩამობრძანდა საქართველოში კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მას ჰკითხეს, როგორ მოგწონთ ამ ტაძარში, მან უპასუხა, რომ ტაძარი დიდებულია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ტაძრის აშენებით ქართველმა ერმა აღადგინა თავის სულიერი ტაძარი. დიახ, სამება ეს არის შეიძლება ითქვას მთავარი წერტილი, მთავარი საფეხური.

ბრძოლა გრძელდებოდა დღემდე და კიდევ არაერთი განსაცდელი გამოიარა ეკლესიამ, არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ეკლესიამ. მადლობა უფალს ამ წყალობისთვის, მადლობა პატრიარქს ამ წყალობისთვის, რომელიც მიუხედავად ამდენი უმადურებისა, განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა დედა ეკლესიის წიაღს და უპირისპირებდა დედა ეკლესიას.

ნამდვილად არ შეიძლება არ ვუთხრათ მადლობა პიროვნებას, რომელმაც ის ნაკლოვანება, რაც გააჩნდა მშენებლობას, შეავსო და დაასრულა, დააგვირგვინა ეს დიდი ისტორიული მოვლენა. ეს პიროვნება არის ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა დალოცოს იგი და შეაძლებინოს მომავალშიც ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულზე.

კომენტარები