საშა ბარონ კოენი

საშა ბარონ კოენი: სოციალური ქსელები ყველაზე დიდი პროპაგანდის მანქანები არიან ისტორიაში

GQ

საშა ბარონ კოენის თქმით, Facebook-ი და სხვა სოციალური ქსელები "ყველაზე დიდი პროპაგანდის მანქანები არიან ისტორიაში".

"დღეს, მსოფლიოს გარშემო დემაგოგები ეყრდობიან ჩვენს ყველაზე ცუდ ინსტიქტებს", - თქვა მსახიობმა სიტყვის დასაწყისში.

ამის შემდეგ მან განმარტა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს იყო მისი პირველი სიტყვა, რომელსაც რომელიმე პერსონაჟის სახელით არ საუბრობდა.

"ერთი რამ ჩემთვის ნათელია: მთელ ამ სიძულვილსა და სისასტიკეს ხელი შეუწყვეს ინტერნეტ კომპანიებმა, რომლებიც ყველაზე დიდ პროპაგანდის მანქანებს წარმოადგენენ ისტორიაში", - თქვა მსახიობმა.

საშა ბარონ კოენმა გააკრიტიკა ფეისბუქის, ტვიტერის, იუთუბის და გუგლის ხელმძღვანელები სიძულვილის ენისა და არასწორი ინფორმაციის შემცველი ინფორმაციების გავრცელების გამო ალგორითმის საშუალებით.

"სწორედ ამიტომ აჭარბებს ყალბი ინფორმაცია ნამდვილ ინფორმაციას", - თქვა მსახიობმა.

კომენტარები