სახელმწიფო შენობებზე ბოქლომების დადება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

აჭარის ტელევიზია

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. აქტივისტებთან ერთად, ტერიტორიაზე იმყოფებოდა უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე. ჭიშკარს ბოქლომი სწორედ მან დაადო.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მანამდე ბოქლომის დადებას სხვა აქტივისტები ცდილობდნენ, თუმცა მათ ჯაჭვი წაართვეს, ამიტომ ჭიშკარზე მხოლოდ ბოქლომი ჩამოკიდეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ტერიტორიაზე პოლიცია დილიდანვე იყო მობილიზებული.

სამართალდამცველები არიან ბათუმის მერიასთანაც, თუმცა იქ აქტივისტები არ გამოჩენილან.

კომენტარები