თბილისის მერია

მერია: თბილსერვის ჯგუფი კოჯორში თოვლისგან გზას წმენდს, გამოიჩინეთ სიფრთხილე

თბილისის მერია

მერიის ცნობით, თბილსერვის ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისაგან გზას წმენდენ და ტექნიკურ მარილს ყრიან.

"საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. თბილსერვის ჯგუფი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222" - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები