რუსეთი

რუსეთში აიკრძალება ზოგი მოწყობილობის გაყიდვა, სადაც რუსული App-ები არ იქნება დაყენებული

ვლადიმერ პუტინი
GETTY IMAGES

რუსეთში ზოგიერთი სახის მოწყობილობის გაყიდვა აკრძალება, რომელშიც წინასწარ რუსული კომპუტერული პროგრამა ან App-ები არ იქნება დაინსტალირებული. რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით დუმაში მხარი დაუჭირეს

ჯერჯერობით უცნობია ახალი კანონი კონკრეტულად რომელ პროდუქციას შეეხება, თუმცა აღნიშნულ სიას რუსეთის მთავრობა შეადგენს. 

კანონპროექტის სპონსორებმა თავდაპირველად თქვეს, რომ კანონი სმართფონებს, კომპუტერებს და ე.წ. ჭკვიან ტელევიზორებს შეეხებოდათ.

კომპანიებს, რომლებიც რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, 200 000 რუბლის ($3 130) ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

რუსი დეპუტატების თქმით, ახალი ზომები რუსული ვებ კომპანიების ინტერესებსაც დაიცავს და უცხოურ ტექნოლოგიების კომპანიებს დარღვევების პოტენციალს შეუზღუდავს. 

დიდი ალბათობით, კანონპროექტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს და კანონი 2020 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდება.

დუმაში კანონის შემოღების ერთერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს, მაგალითად, სმართფონებზე ახალი აპლიკაციების დაინსტალირება უჭირთ. თუმცა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მორიგი აკრძალვის სერია რუსეთის გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვას უკავშირდება. რუსეთში ფიქრობენ, რომ ამ კანონით რუსი მომხმარებლების ადგილმდებარეობის გაკონტროლებასა და მათ პირად მონაცემებზე წვდომასაც უკეთ შეძლებენ. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთში გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი ამოქმედდა. რუსეთში ეჭვობენ, რომ კრემლს ჩინეთის FireWall-ის მსგავსი ჩაკეტილი ინტერნეტ სივრცის შექმნა სურს.

კომენტარები