აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

სირაძე: აქციის მონაწილეებს მოვუწოდეთ ბოქლომი ფორმალურად იქ დაადონ, სადაც კარი არ არის

ტაბულა

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის კარი ბოქლომის დადების უფლებას არ მისცემენ.  

"გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ გვერდზე გადაინაცვლონ და ფორმალურად დაადონ, სადაც კარები არ არის. ცენტრალური შენობის კარების ჩაკეტვა გამორიცხულია, არ ჩაიკეტება,"-თქვა სირაძემ მთავარი არხის ეთერში.

სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს ფორმალურად ბოქლომის დადება იმ ტერიტორიაზე შეუძლიათ, სადაც ის კარების გაღებას ხელს არ შეუშლის. 

"არიან პროვოკაციაზე და ცდილობენ, ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი",-თქვა ვაჟა სირაძემ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მთავრობის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერები, ცდილობენ კარს ბოქლომი დაადონ. 

კომენტარები