პროკურატურა

პროკურატურის შენობას ბოქლომი დაადეს

მთავარი

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრმა, მთავარ პროკურატურას ბოქლომი დაადეს. 

მათ პოლიცია წინააღმდეგობას უწევდა, რა დროსაც მაჩალიკაშვილსა და პოლიციელებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირების ინციდენტი მოხდა.

მათი თქმით, ისინი პოლიტიზირებულ პროკურატურას და იმ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, რასაც პროკურატურა იღებს. 

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილის თქმით მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, ყველგან მიიღებს მსგავს დამოკიდებულებას. 

"გუშინ ოქრუაშვილს 15 წლის წინანდელი ვითომ დანაშაული გაუხსენეს, რურუას იარაღი ჩაუდეს, მაქსიმალურ ტერორზე არიან გადასულები, ვერ შეგვაშინებენ"- აღნიშნა ჩალაგაშვილმა. 

კომენტარები