ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალს ექიმის გათავისუფლებას სთხოვენ

რეს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველებს შეხვდნენ.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ​ტოვიო კლაარმა ე.წ პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ გატაცებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

"ჩვენ გამოვთქვამთ ვაჟა გაფრინდაშვილის მალე გათავისუფლების იმედს, ვინაიდან მისი დაკავება არც ერთი მხარისთვის არის ხელსაყრელი", - თქვა კლაარმა.

მის პასუხად საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის წარომადგენელმა, მურატ ჯიევმა თქვა, რომ გაფრინდაშვილი "საზღვრის განზრახ დარღვევისთვის არის დაკავებული". 

"გაფრინდაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად იქნება მიღებული. ჯერჯერობით, ის 2 თვით, წინასწარი გამოძიების ფარგლებში არის დაკავებული, შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტს. ჩვენ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ვაცნობეთ, რომ ამ ადამიანმა მიზანმიმართულად გადაკვეთა საზღვარი და არ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს განზრახ გააკეთა", - თქვა ჯიოევმა.

_____________________________________________________________________________

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსულ საოკუპაციო ძალებმს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ".

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები