NATO

მორავეცკი: NATO-ს კოლექტიური თავდაცვის გარანტიის ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეა ალიანსისთვის

მატეუშ მორავეცკი
AFP

პოლონეთის პრემიერმინისტმრა მატეუშ მორავეცკიმ NATO-ს წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ NATO-ს ხელშეკრულებაში კოლექტიური თავდაცვის გარანტიის ეჭვქვეშ დაყენება ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის მომავლის საფრთხე იყო.

პოლონეთის პრემიერმინისტრი ამ სიტყვებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა.

Economist-თან ინტერვიუში მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულება. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, რათა საკუთარი ბედი თავად განაგონ.

მაკრონის ინტერვიუს მორავეცკი წინა დღეებშიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მაკრონის მსგავსი განცხადებების საფუძველი ის არის, რომ საფრანგეთი საკუთარ კისერზე დიდი რუსული დათვის სუნთქვას ვერ გრძნობს. 

მაკრონის განცხადებას არ დაეთანხმა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO გონებრივად უნაყოფო ორგანიზაციაა და თავდაცვის საკითხებში ევროპელები აშშ-ის აღარ უნდა დაეყრდნონ. მაკრონის თქმით, დროა საკუთარი თავდაცვაზე ევროპელებმა თავად იზრუნონ.

კომენტარები