მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების, ცხუმარის და ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრების ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც.