ქვეყნის სამსახურში

19 ნოემბერს აქციები საქალაქო სასამართლოსთან და პარლამენტთან გაიმართება

18 ნოემბერს სპეცრაზმის მიერ პარლამენტის გარშემო აქციის დაშლის შემდეგ, ორი აქცია დაიგეგმა: 

აქცია დილის 10 საათზე გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 18 ნოებერს აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.

საღამოს 7 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, დაკავებულია 18 ადამიანი. დღის განმავლობაში აქტივისტები მეტ დაკავებულზე მიუთითებდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები